თაფლის ფესტივალი ბათუმში. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 24-მა მეფუტკრემ აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მინდვრის ყვავილებისგან დამზადებული თაფლი გამოფინა. თაფლთან ერთად ფესტივალზე ცვილის ნაკეთობებიცაა წარმოდგენილი. ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებებიც იმართება. ხვალიდან ფესტივალი გონიოს ციხის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.