“ქალები აჭარიდან მე-20 საუკუნე”.

07 მარტი 2017, 20:00 966 ნახვა

“ქალები აჭარიდან მე-20 საუკუნე”.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID  და სააარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES მხარდაჭერით ჩატარდა ფოტოგამოფენა “ქალები აჭარიდან მე-20 საუკუნე”. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, ასევე ბათუმის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება ფილმის ჩვენებით გაგრძელდა, რომელზეც წარმოდგენილი იყო გენდერის ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემები, მოგვიანებით კი აჭარის ტელევიზის დოკუმენტური ფილმის ''რჩეული ფრაგმენტების'' ერთი ისტორია გაიხსენეს, რომელიც პირველი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ისტორიას გვიყვება. ფოტო გამოფენის გაცნობა მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქშიც იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი