იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაუდებელი მომსახურების ნაწილი ფასიანი გახდა. მომსახურების პრეისკურანთი კლინიკაში დღეს გამოიკრა. ცხელების შემთხვევაში, 5 წლამდე პაციენტის მშობლებს დაახლოებით 112 ლარის, მწვავე ბრონქიტი- ბრონქოსპაზმის შემთხვევაში 104-ის, გულისრევისა და პირღებინების შემთხვევაში კი დაახლოებით 92 ლარის გადახდა მოუწევთ. ფასები 90-დან 200 ლარამდე მერყეობს. პაციენტთა ნაწილი ცვლილებებით უკმაყოფილოა.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის კომპონენტში ცვლილებები რიგ სამედიცინო სერვისს შეეხო, ნაწილი სამედიცინო კომპონენტებისა ამოიღეს, თუმცა, პაციენტების საჭიროებაზე მორგებული ბევრი კომპონენტი დაემატა.