ასმათ დიასამიძე ხვალ უმაღლესი საბჭოს მესამე მოწვევის დეპუტატი გახდება

05 მარტი 2017, 20:00 735 ნახვა

ასმათ დიასამიძე ხვალ უმაღლესი საბჭოს მესამე მოწვევის დეპუტატი გახდება. ამისთვის მას პლენარულ სხდომაზე სულ 7 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, ასმათ დიასამიძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით პირველი ნომრის ადგილმონაცვლეა. ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე უარი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, მას უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოში დაახლოებით ერთი თვის წინ შეუწყდა. ნინო ჩხეტიას ინფორმაციით, ხვალ სხდომას პირველად,  შესაძლოა, ასევე,  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ოქუაშვილიც დაესწროს. ის, ასმათ დიასამიძის მსგავსად,  სიით პირველი ნომრის დავით თარხან-მოურავის ადგილმონაცვლეა. ხვალინდელ პლენარულ სხდომას, სადაც მხოლოდ ერთ საკითხს უყრიან კენჭს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიზეც დაესწრება. 
 

ამავე კატეგორიაში