ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.

05 მარტი 2017, 20:00 1058 ნახვა

ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით  ჩაიკეტა.  საზღვარი გუშინ ცალმხრივად იყო გახსნილი იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ, დღეიდან კი ორმხრივად ჩაიკეტა.
 
  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელების დაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია. გადაადგილების თავისუფლებას უხეშად არღვევს, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ  რთულ ვითარებას  ზღუდავს და ამძიმებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი