''ნაციონალური მოძრაობა'' ჩაშლილ ტენდერებზე

01 მარტი 2017, 20:00 858 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჩაშლილ ტენდერზე საუბრობს. ვაჟა ბოლქვაძის თქმით, 63 ათას 770 ლარად  ზენდიდის ციხესთან მისასვლელი  ბილიკი და მიმდებარე ტერიტორია უნდა მოწყობილიყო. ტენდერის ჩაშლის მიზეზად  კი პარტიის წევრი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეუთანხმებელ  მუშაობას  ასახელებს. 
   ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი განმარტავს,  რომ პროექტით მხოლოდ ციხის  მიმდებარე ტერიტორია უნდა მოეწყოს. სულიკო ბოლქვაძის თქმით, საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რჩევით გადაწყდა და   სამუშაოების სააგენტოსთან შეთანხმებით წარმართვაც დაიგეგმა.  ეს კი ტენდერის შეწყვეტის მიზეზი გახდა. 
    ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ტენდერი 20 იანვარს გამოცხადდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი