ახალი ბულვარის სანაპირო ზოლზე ეროზიული პროცესები რამდენიმე წელია მიმდინარეობს

01 მარტი 2017, 20:00 1047 ნახვა

ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლის შენარჩუნებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ბათუმის აეროპორტის გზის გასწვრივ,  2 კილომეტრზე ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა და 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი აშენდება.   სამუშაოები ზურაბ ალავიძემ დღეს ადგილობრივი ხელიისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მანამდე კი ის კონფერენციას დაესწრო, სადაც კლიმატის მიმდინარე ცვლილებებსა და აჭარის სანაპირო ზოლის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობდნენ. მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. წელს  ქობულეთის ზღვისპირა ზოლის გამაგრებითი სამუშაოების დაწყებაც იგეგმება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი