“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

28 თებერვალი 2017, 20:00 1007 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის გამგებელს უუნარობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების კირნათის, მახინჯაურის, ფერიისა და ქედ-ქედის საბავშვო ბაღების  ასაგებად უწყებამ  2 მილიონი ლარი დახარჯა, გამგეობამ აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულებები ჩაიბარა, თუმცა, მათ ნაწილში სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. ბაღები არ არის უზრუნველყოფილი ინვენტარითაც. 
    მიშა ბოლქვაძის ბრალდებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უპასუხა. ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, მშენებელი კომპანიები ვალდებულნი არიან, ერთი წლის განმავლობაში შენობები უსასყიდლოდ გაარემონტონ, ინვენტარიზაციისთვის კი ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი