„ჩემი ფოტო ძველ ბათუმში - ისტორიული უბნის დასაცავად“, - ასე ჰქვია აქციას, რომელიც დღეს, 17-დან 19 საათამდე, ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება.
ფოტოგრაფები, ისტორიული უბნის სხვადასხვა ლოკაციაზე, ფოტოებს გადაგიღებენ, რომელიც შემდეგ „დაიცავი ძველი ბულვარის“ facebook-გვერდზე განთავსდება. პარალელურად, აქციის ორგანიზატორები გთავაზობთ, რომ თქვენი ოჯახის წევრის ან მეგობრის ფოტო დააშეაროთ ჰეშთეგით - #ნუანგრევ, #დაიცავიძველიბათუმი, #ჩემიფოტოძველბათუმში, ასევე, მსგავსი ფოტოს გადასაღებად გამოიწვიოთ თქვენი მეგობრები.
ფოტო-აქციაზე "დაიცავი ძველი ბათუმი" სასურველია მიხვიდეთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მეუღლეებთან, შვილებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად.