გიორგი გოგაძე ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველის შეფასებებსაც გამოეხმაურა.

26 თებერვალი 2017, 20:00 959 ნახვა

“გამოძიების პროცესში ვერავის დაკავებას ვერ გამოვრიცხავ”, - ასე უპასუხა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რამდენად მოსალოდნელია პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკავება. გოგაძის განმარტებით, თუკი იქნება მტკიცებულებები ნებისმიერი პირის მიმართ, რომ მას ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისი რეაგირებაც მოხდება. მთავარი პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნულ განმარტებას აკეთებს ზოგადად და არა კონკრეტულად სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით. 
     გიორგი გოგაძე  ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველის შეფასებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სახალხო დამცველის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები არის ცალმხრივი, რადგან მას პროკურატურისთვის არ მიუმართავს და   ინფორმაციაც არ გამოუთხოვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი