ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიურგი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქობულეთში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობა დაფიქსირდა. სინჯებს რამდენიმე დღის განმავლობაში იკვლევდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ სასმელი წყლის დაბინძურება, ერთი სინჯის შემთხვევაში, დადასტურდა და 3 ნიმუშს წყლისთვის არადამახასიათებელი სუნი აღენიშნა. კომპანიაში "ქობულეთის წყალი" აცხადებენ, რომ კომპანიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ამ დროისთვის სასმელი წყალი მოსახლეობას გაწმენდილი რეზერვუარიდან მიეწოდება. ბოლო კვლევასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კომპანიას რეკომენდაციებს მისცემს.