''გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” ასე - მოგვილოცა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში. დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, დღეს არის ისტორიული დღე, რადგან ეს არის საბოლოო შეთანხმება. ის ამბობს, რომ რამდენიმე დღეში დასრულდება ფორმალური მხარე და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას მარტის ბოლოდან შეძლებენ.
დღევანდელ დღეს ულოცავს მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით არის ხელსაყრელი. მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ევროპასთან, წინგადადგმული ნაბიჯია. მთავრობის მეთაურმა ერთობლივ პრესკონფრენციაზე ასევე დეტალურად ისაუბრა იმ რეგულაციაზე, რომელშიც ცვლილება სწორედ დღეს შევიდა.
,,ისტორიული მომენტი და შესანიშნავი გადაწყვეტილება, გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას ევროპაში”,-ეს სიტყვები დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეკუთვნით. დღევანდელი დღე საქართველოს მოქალაქეებს მოგვილოცეს ესტონეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის სრულუფლებიანმა ელჩებმა სქართველოში. თითოეულმა მათგანმა იმ სიკეთეებზე ისაუბრეს, რომლებსაც სწორედ ვიზალიბერალაზიციის შედეგად ელოდებიან.
ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. განცხადება დღეს ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.