საქართველოს ვიზალიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ხელმოწერის ცერემონია 1-ელ მარტს გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს.
ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ, საბოლოო შედეგამდე, რამდენიმე ტექნიკური პროცედურის განხორციელება რჩება.
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.