დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე

23 თებერვალი 2017, 20:00 979 ნახვა

ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს. 
     ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ ბრალდებულთან შესვლამდე, პროკურორმა  განაცხადა, რომ ამ და სხვა სახის დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს, მედიას კი ურჩევს,  პროკურატურის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს დაეყრდნოს. 
    არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, გარკვეულ დეტალებზე ღიად საუბარმა, შესაძლოა, გამოძიების ინტერესები დააზიანოს, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება კი კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი