მოსახლეობა ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს. ისინი განსახლებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ სათანადო კომპენსაციას მიიღებენ. მოსახლეობა გამგეობას მთავრობასთან შუამდგომლობას თხოვს. საკითხზე, თუ რა ბედი ეწევა პროექტს კომპანია „ჰიგიენა-2009“-ის ყოფილი დირექტორის მიმალვის შემდეგ, მათ კონკრეტული განმარტებები არ მიუღიათ. პარალელურად, ადგილობრივები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.