ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დილიდან დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობარის ელექტრონული ვერსიაც დღესვე გამოქვეყნდება. ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა. მისი შეძენა მსურველებს, თბილისსა და რეგიონებში, პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ.