გიორგი მამალაძე მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში განაგრძობს

21 თებერვალი 2017, 20:00 959 ნახვა

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში განაგრძობს.  გიორგი მამალაძე გუშინ „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა. მოგვიანებით  დეკანოზი ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნეს. მას გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა.

   ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ჩივილები შედარებით ნაკლებად აქვს.  როგორც კლინიკური მონაცემების, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევების დინამიკა გაუმჯობესებულია.

   დეკანოზ გიორგი მამალაძის  საავადმყოფოდან გაწერის თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი