დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო

21 თებერვალი 2017, 20:00 799 ნახვა

     საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყინულისა და უხვთოვლობისგან დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების აჭარის რეგიონული სამსახურის უფროსი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ ქობულეთიდან სარფის მიმართულებით ცენტრალური მაგისტრალი  და  ხელვაჩაურიდან ხულოს მიმართულებით სააავტომობილო გზა გარემონტდება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ზიმო 7“ აწარმოებს. ქობულეთში გზის რეაბილიტაცია ფიჭვნარიდან დაიწყო და აღმაშენებლის ქუჩასაც მოიცავს.  

ამავე კატეგორიაში