ხანძრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

21 თებერვალი 2017, 20:00 1010 ნახვა

სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია ექიმებმა მოგვაწოდეს. სამი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სხეულის სრული დამწვრობა აქვთ და მოთავსებულები არიან რეანიმაციულ განყოფილებაში. რესპუბლიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმის თქმით, შესაძლოა დაშავებულები კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანოს. კიდევ ერთი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, საავადმყოფოსთან შეკრებილმა ახლობლებმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. ამ დროისთვის ვერც ექიმთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ.სამი საათის წინ გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასტუმრო "გენაცვალეში" გაჩენილ ხანძარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე კატეგორიაში