თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამომ" მორიგ საკონტროლო შეხვედრაში ყარაგანდის ,,შახტიორი” მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. გოლი შეხვედრის 45-ე წუთზე მიხეილ გორელიშვილმა გაიტანა. ხვალ ,,დინამო” ლუგანსკის "ზორიას" უნდა შეხვედროდა, მაგრამ სპარინგი აღარ შედგება და გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.