ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ბათუმში კონფერენცია იმართება. ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის გზებზე მსჯელობენ. ინკლუზიური ჯგუფის პრობლემებზე „ცვლილებები თანაბარი უფლებისთვის“ ხელმძღვანელმა თომა კაკაბაძემ ისაუბრა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპტამენტის უფროსი მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სამი წლის წინ, საქართველოს მასშტაბით, ბათუმი ყველაზე ადაპტირებულ ქალაქად დაასახელეს. ღონისძიებას რეგიონის მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლებლობის მქონე პირები ესწრებიან.