საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე თავლჭრელიძის საჯარო ლექცია ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მეცნიერი, სამი დღის გამავლობაში, „ნედლეულის ეკონომიკის“ თემაზე ლექციათა ციკლს წაიკითხავს. დღევანდელ შეხვედრაზე კი აკადემიკოსი სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და გამოყენებაზე, მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ესაუბრა.