მაჟორიტარი კანდიდატები - მე-2 ტური

16 ოქტომბერი 2016, 20:00 978 ნახვა

    აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად 6-ივე ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები  დაუპირისპირდებიან ერთმანეთს:  ქობულეთის 71-ე ოლქში გამარჯვებისთვის   მამული სურმანიძე  და გიორგი რომანაძე იბრძოლებენ, ხელვაჩაურში ამომრჩეველს მერაბ კარანაძესა  და ქენან კახიძეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ხულოს 73-ე ოლქში ოპონენტები „ქართული ოცნებიდან“ ხვიჩა შარაშიძე, ხოლო ნაციომალური მოძრაობიდან  ნუგზარ ამაღლობელი არიან. რაც შეეხება ბათუმის ოლქებს:  68-ეში მეორე ტურში ელგუჯა ბაგრატიონი და ვახო წულაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს,   69- ე ოლქში - ილია ვერძაძე და ნინო ჯინჭარაძე იბრძოლებენ,  ხოლო  . 70-ე ოლქში - ნუგზარ სურმანიძე   და გია აბულაძე შეეცდებიან ამორჩეველთა ნდობის მოპოვებას.

   შეგახსენებთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს ჩატარდება, გამარჯვებულად კი მეტი ხმის მქონე კანდიდატი ჩაითვლება.    

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი