მოქალაქე ირაკლი ანთიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ მაუწყებლის დირექტორის არჩევის წესში ხარვეზია. წესის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მრჩეველთა საბჭოს კანდიდატი არ მოეწონება, უფლება აქვს, დირექტორის არჩევის პროცესი ჩაშალოს, რაც, ანთიძის თქმით, უკანონობაა. ის ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია მისცა, რომელიც არ გაითვალისწინეს.