„მარნეულში მომხდარი მძიმე პროვოკაციის ავტორებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნები 3 600-ზე მეტ უბანზე უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში წარიმართა, მნიშვნელოვანი ინციდენტები კი მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.
„ჩვენ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებოდა არჩევნების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას, რათა ტელევიზიით წარმოეჩინა ხელოვნურად პროვოცირებული ძალადობრივი სცენები და ამით ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის. არჩევნების უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიუხედავად, გუშინ საეთერო დროის დიდი ნაწილი სამწუხროდ, დაეთმო მარნეულის ინციდენტის გაშუქებას, რაც იყო კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, პატივი სცენ ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას.