არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს

07 ოქტომბერი 2016, 20:00 926 ნახვა

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ. ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ. 
53-ე უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ბათუმის მერმა. გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ხმა თავისუფლებასა და უკეთეს მომავალს მისცა. ის ბათუმელებს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 
არჩევანი უკვე დააფიქსირეს არჩევნებში მონაწილე პარტიების სიის პირველმა ნომრებმა. ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ, ქართული ოცნებიდან ნუგზარ სურმანიძემ. მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა დამოუკიდებელმმა კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმაც.
სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო ყუთთან საკუთარი არჩევანი „თავისუფალი დემოკრატების“ სიით პირველმა ნომერმა, კობა ჩხეიძემაც დააფიქსირა. 
კვალიფიციური სუბიექტებიდან ჯერჯერობით საკუთარი არჩევანი არ გაუკეთებია ეროვნული ფორუმის, ლეიბორიტების თოფაძე მრეწველების და რესპუბლიკელების სიის პირველ ნომრებს.

 

 

ამავე კატეგორიაში