„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ბოლო მონაცემები

07 ოქტომბერი 2016, 20:00 971 ნახვა

დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა, - ამ განცხადებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აკეთებს. . 
მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია ატასამდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.
როგორც ბენიძემ აღნიშნა, ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდება, რაც მესამე სექტორის წარმომადგნელებს საშუალებას აძლევს დროულად აღმოაჩინონ დარღვევები, შეაფასონ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადამოწმდეს ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი