არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს ცესკო, სავარაუდოდ, 9 ოქტომბერს, დილით, 06:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. ამის შესახებ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა, მაგალითად აჭარაში ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, მათ აქვთ ოთხი ბიულეტენი, კომისიას ოთხი ბიულეტენი ექნება დასათვლელი, ასევე, ზოგიერთ ოლქში ტარდება მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები და კომისიას იქ დასათვლელი ექნება სამი ბიულეტენი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით დილის ექვსი საათისათვის უკვე გვექნება პირველადი მონაცემები“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.