საარჩევნო ბიულეტენები აჭარის ყველა უბანზეა გატანილი

06 ოქტომბერი 2016, 20:00 1003 ნახვა

საარჩევნო ბიულეტენები, აჭარის ყველა უბანზეა გატანილი. ხულოს 84-ე ოლქში ოლქში 24 ათასი ბიულეტენი მიიღეს, სადაც  23 ათას 961 ამომრჩეველია რეგისტრირებული . აქედან 806 გადასატანი ყუთის სიაშია შეყვანილი. ზღვრულ ოდენობას 88 ამომრჩეველი დაემატა. 95 ამომრჩეველია რეგისტრირებული სპეციალურ სიაში.  შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 49 საარჩევნო უბანი და  15 ათას  24  ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან 520 ამომრჩეველი გადასატან ყუთს საჭიროებს. გასული წლის ამომრჩევლებთან შედარებით  გადასატანი ყუთის რაოდენობა  27 ამომრჩევლით შემცირდა.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს აქ 13 ათას 134 ამომრჩეველია, მათგან 574 ამომრჩეველი გადასატან ყუთს საჭიროებს, გასული წლის არჩევნებთან შედარებით გადასატანი ყუთის რაოდენობა 154 -ითაა შემცირებული. ახალი კანონის ამოქმედებით ცვლილება შეეხო უბნებს, რის გამოც ქედის მუნიციპალიტეტში 31 საარჩევნო უბანი 27-ით შემცირდა, უბნების რაოდენობა ხელვაჩაურის და ხულოს ოლქებზე გადანაწილდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი