''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ'' წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. როგორც ''საიაში'' აცხადებენ, პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანია, მაგრამ პოლიტიკური პოლარიზების დონე მაღალია. მათი განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთდ, დაღვევების რაოდენობამ იმატა. „საია“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებული იყოს დიდინეძში, გორსა და თბილისში მომხდარი ინციდენტები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორების მიერ, წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან საერთო ჯამში, 82 დარღვევა დაფიქსირდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციით მიმართავს, უარი თქვან დაპირპირებისა და ესკალაციის შემცველ ქმედებაზე და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარებას ხელი შეუწყონ.