„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქარათველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მუხრან ვახტანგაძის მხარდასაჭერად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სპორტსმენები ბათუმის სასპორტო სკოლაში შეიკრიბნენ. შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.