ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენა დასრულდა

04 ოქტომბერი 2016, 20:00 906 ნახვა

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენა დასრულდა. როგორც თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერიძე განმარტავს, სიაში მხოლოდ ის ადამიანები შევიდნენ, რომლებიც საუბნო კომისიებში საქმიანობის გამო, კენჭისყრის დღეს არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ მონაწილეობენ. ასეთი კი სპეც-ჩამონათვალში 285 ადამიანია. სპეციალურ სიაში ჩასაწერად სხვა სახის მოთხოვნა 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა. რაც შეეხება გადასატან ყუთებს, მოთხოვნების შესაბამისად მისი შედგენა დღის ბოლოსთვის დასრულდება. 
სპეციალური სიების შედგენა დასრულდა ხულოს 84 -ე ოლქშიც. სია 41 უბანზე გაიკვრება, სადაც 95 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება გადასატან ყუთებს,საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ მელაძის ინფორმაციით, სიების შედგენა დღის ბოლოს დასრულდება. ამ დროისთვის აღნიშნულ სიაში 784 ამომრჩეველია. გადასატანი ყუთი კი 54 -ვე უბანზე დაიდგმება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი