დეპუტატი გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს

04 ოქტომბერი 2016, 20:00 917 ნახვა

“პირიმზესთან“ გუშინ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის  ინგოროყვას კლინიკაში  რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება და კლინიკაში გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა.  ინგოროყვას კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს. იგი ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულ ქალს ტვინის შერყევა აღენიშნება. გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი სხვა კლინიკებში იყო გადაყვანილი.

გუშინ, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 4 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი