ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული

03 ოქტომბერი 2016, 20:00 1076 ნახვა

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი კი დასრულებულია.

   8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი იმუშავებს. ცესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძის თქმით თქმით, აღნიშნული უბნიდან უმრავლესობა სასჯელაღსრულების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში გაიხსნება,  სადაც  დაახლოებით 3 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

სამხედრო პირები ხმას მისცემენ საკუთარი დისლოკაციის ადგილების მიხედვით, ანუ იმ ოლქებში, სადაც მათი დანაყოფებია დისლოცირებული. სამხედროები ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი