ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება ლევან ბოძაშვილს დაეკისრა

02 ოქტომბერი 2016, 20:00 846 ნახვა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება ლევან ბოძაშვილს დაეკისრა

საქართველოს პრეზიდენტის 30 სექტემბრის განკარგულებით, 2 ოქტომბრიდან, ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება ლევან ბოძაშვილს დაეკისრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მას უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება  იქამდე დაეკისრება, ვიდრე პრეზიდენტი ახალ მდივანს დანიშნავს.

    ლევან ბოძაშვილი 2015 წლის ივნისიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობს. როგორც ცნობილია, ირინა იმერლიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას გუშინ შეუდგა.

ამავე კატეგორიაში