წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

02 ოქტომბერი 2016, 20:00 830 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად,  საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გახშირდა.

   „სამართლიანი არჩევნებისა“ და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მე-4 შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას  მართავს. ანგარიში 2 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.

    ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში  სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3, ზეწოლა-მუქარის 11, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12, კამპანიისთვის ხელის შეშლის 8, ფიზიკური დაპირისპირების 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4, პარტიული ოფისის დაზიანების 2, სააგიტაციო მასალების დაზიანების 37, სიძულვილის ენის გამოყენების 4, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი გამოვლინდა.

ამავე კატეგორიაში