დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი დღეს ბათუმშიც მიაგეს

26 სექტემბერი 2016, 20:00 796 ნახვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, პატივი დღეს ბათუმშიც მიაგეს. გმირთა ხეივანში ჟიული შარტავას ძეგლი ყვავილებითა და გვირგვინებით აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ, მოქალაქეებმა და რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებმა შეამკეს. ბათუმის მერიის ინიციატივით, თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაზარალებულ და ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300-300 ლარი გადაეცემათ. ღონისძიებაზე დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. „27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა“,-განაცხადა ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში