ხმაურით ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე

26 სექტემბერი 2016, 20:00 1076 ნახვა

ხმაურით დაიწყო დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. ოპოზიციური ფლანგის დეპუტატების უკმაყოფილება ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცების საკითხმა გამოიწვია. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებდა, ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა განხორციელებასაც ქალაქის მერია გეგმავს, ამ დროისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცება კი არჩევნების შემდეგაც იყო შესაძლებელი. გიორგი კირთაძემ ბათუმის მერი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები არჩვნებამდე, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, ბიუჯეტში ცვლილებების განხორცილებას დარღვევად არ მიიჩნევდნენ. გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაყიდული მიწის ნაკვეთის თანხა მხოლოდ დღეს მიიღეს. მისივე განმარტებით, ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, რადგან, ქალაქის გარკვეულ უბნებზე, პროექტით გაწერილი სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაიწყება.

წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ხედავდნენ. გიორგი ხიმშიავლილი ამბობს, რომ ორგანიზაცია აღნიშნული ფაქტის გასაჩივრებას გეგმავს. ცვლილებებს მხარი „თავისუფალი დემპოკრატებისა და“ რესპუბლიკური პარტიის წევრებმაც არ დაუჭირეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, ბიუჯეტი 2 მილიონ 250 ათასი ლარით გაიზარდა.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში