ნაციონალური მოძრაობის განცხადებას რეგიონის პირველი პირი აფასებს

22 სექტემბერი 2016, 20:00 981 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის განცხადებას რეგიონის პირველი პირი პოპულისტურს უწოდებს და წინა საარჩევნო პიარის ნაწილად აფასებს. 
ზურაბ პატარაძის განცხადებით, კანონის ფარგლებში მოქმედებენ და, კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ შესაბამის უწყებას მიმართონ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კი მახინჯაურში, პანსიონატი "მზიური" და გოგირდის აბანოების ყოფილი ტერიტორიები ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას 1 ლარად გასხვისდა, რაზეც წლების განმავლობაში დაანონსებული ინვესტიციები არ განხორციელებულა. რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, საინვესტიციო პროექტი მახინჯაურში 1 ლარის ნაცვლად მოქმედი მთავრობის პირობებში 3 მილიონ 900 ათას ლარად გაიყიდა. საუბარია დაახლოებით 50 მლ ლარის ინვესტიციაზე. აშენდება მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი, სადაც შემოვა საერთაშორისო დონის ბრენდი. საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 978 ათასდოლარს. რაც შეეხება მახინჯაურის ტერიტორიას, ეს არის ახალი სიტყვა აჭარის ტურიზმის სფეროში. საუბარია სანატორიუმის ტიპის ცენტრის მშენებლობაზე”.

,ჩვენი პასუხი იქნება პირველ რიგში საქმე, მეტი ინვესტიციების მოზიდვა რეგიონში, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ, რაც შევპირდით ხალხს იმას ვაკეთებთ და ვასრულებთ ამ დაპირებებს. ჩვენმა ოპონენტებმა უნდა შეწყვიტონ პოპულისტული განცხადებები. ეს არის პოპულიზმი, ეს არის წინასაარჩევნო ხრიკები, ჩვენ არ ვეთანხმებით ამას, ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას. თუ ვინმეს ააქვს პრობლემა, შეუძლიათ მიმართონ კანონს. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ამავე კატეგორიაში