ოჯახის ექიმთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია

22 სექტემბერი 2016, 20:00 890 ნახვა

ბათუმი ოჯახის ექიმთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება შავიზღვისპირეთის ქვეყნების ოჯახის ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ექიმები საოჯახო მედიცინის ძირითად მიმართულებებზე, პრევენციული ჯანდაცვის მომსახურებაზე, ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადებების მკურანლობის უახლეს მეთოდებზე, ოჯახის ექიმთა იურიდიულ მიმართულებებსა და მსოფლიოში აღიარებულ საოჯახო მედიცინის უახლეს მიღწევებზე მსჯელობენ. კონფერენცია 25 სექტემბერს დაიხურება, აცხადებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე.

ამავე კატეგორიაში