აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი პეტრე ზამბახიძე იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გადაცემა "არჩევანი 2016” - ში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვისას განაცხადა. ცოტნე ანანიძის შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ პარტიის რებრენდინგს შეეხებოდა. გადაცემაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს ჟურნალისტი გადაცემა “ინდიკატორის” ავტორი ტარიელ ცეცხლაძეც იყო მიწვეული.