“ემსახურე საქართველოს” პოლიტიკური გაერთიანება - 32, ხოლო “კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო” 31 ნომრით იქნებიან წარმოდგენილნი 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. პარტიებს საარჩევნო ნომრები უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე წილისყრით მიანიჭა. გარდა ამისა, კომისიის წევრებმა საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ერთჯერადად დანამატის ოდენობაც განსაზღვრეს. დანამატი შრომითი ანაზღაურების 50 პროცენტს შეადგენს და ის უსკოს ბიუჯეტიდან გაიცემა.