ბათუმში, გირჩის ოფისს კვერცხები ესროლეს. ოფისის თანამშრომლები და პოლიტიკური ბლოკი “პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის” წევრები ამბობენ, რომ მემედ აბაშიძის პირველ ნომერში ასეთი სიტუაცია დილით დახვდათ. ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთერთი კანდიდატი ირაკლი ბარამიძე ფაქტს მთავარ ოპონენტს, სახელისუფლებო პარტიას უკავშირებს.