იპოთეკით დაზარალებულებმა მთავრობის სახლთან აქცია ამჯერად 2 მიზეზის გამო, ისევ გაიმართეს. ისინი ბიძინა ივანიშვილის პასუხმა გააღიზიანა: ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე დააფიქსირა, რომ იპოთეკარების პრობლემასთან დაკავშირებით გამოსავალი ვერ მოიძებნა და დაპირებაც არ ყოფილა, რომ ყველა მათგანი კრედიტს მიიღებდა. მეორე მიზეზი კი, აჭარის მთავრობის ბანკებთან დაკავშირებული დაპირებული შუამდგომლობაა. როგორც თვითონ ამბობენ, სამი კვირის განმავლობაში, 90 ოჯახიდან მხოლოდ 15-ს შეხვდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. იპოთეკით დაზარალებულები მთავრობას რეაგრიებას თხოვენ და აცხადებენ, რომ აქციები ორშაბათიდან პერმანენტულად გაგრძელდება. აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარატის უფროსი კახა შაშიკაძე შეხვდა.
ავტორი: ბექა რომანაძე