აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში

30 აგვისტო 2016, 20:00 835 ნახვა

ქედაში, სტიქიის დროს დაზიანებული ხიდები, ასევე, ერთერთი საკალმახე მეურნეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დაათვალიერა.
მდინარე აკავრეთაზე მოწყობილ სათევზე მეურნეობას, რომელიც მოვარდნილმა ნიაღვარმა მთლიანად დაფარა, დიდი ზარალი მიადგა. მეურნეობაში კი მთელ პერიმეტრზე არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საკალმახე მეურნეობასთან და რესტორან ,,დავითთან" მისასვლელი ხიდი განადგურდა. ადიდებულმა მდინარემ ორი სოფლის - კუჭულასა და მეძიბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდიც წაიღო.
მთავრობის თავმჯდომარეს არსებული ვითარება მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და რესტორნისა და სათევზე მეურნეობის მეპატრონე ნუგზარ გოგიტიძემ გააცნეს.

ამავე კატეგორიაში