ვაკანტური ადგილები პოლიტიკური დავის საგანი ხდება

29 აგვისტო 2016, 20:00 787 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში  ოთხი ვაკანტური ადგილი პოლიტიკური დავის საგანი ხდება. სექტემბერში ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება.  ოთხიდან ორი კანდიდატი პრეზიდენტმა, ერთი - უზენაესმა სასამართლომ, ერთი კი პარლამენტმა უნდა შეარჩიონ. თუმცა, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი საკუთარი კანდიდატურის დამტკიცების პროცესს ხელოვნურად გაახანგრძლივებს. ანალოგიური ეჭვი აქვს კონსტიტუციონალისტების ერთ ნაწილსაც.  წინასაარჩევნო პერიოდის და საჭირო 76 ხმის შესაძლო ვერშეგროვების მოტივით, „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო კანდიდატის შერჩევა არჩევნებამდე ვერ მოესწროს.

    მმართველი გუნდი კი პრეზიდენტთან კონსულტაციებს ითხოვს.   „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, მოქმედი მოსამართლეების ნაწილი საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, თუმცა მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ არჩეული მოსამართლე უფრო კვალიფიციური იქნება.  კვოტით განსაზღვრულ უფლებას გამოიყენებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს 1-ელ სექტემბრამდე პარლამენტის თავმჯდომარეც დაასახელებს. 

ამავე კატეგორიაში