6 თვის შედეგებით რეგიონში ინვესტიციები 26 პროცენტით გაიზარდა

28 აგვისტო 2016, 20:00 875 ნახვა

მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, რეგიონში ინვესტიციები 26 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 2016 წელს აჭარაში 208 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. მისი განმარტებით , აქედან 154 უცხოურ, ხოლო 53 მილიონი ადგილობრივ ინვესტორებზე მოდის. დღესდღეობით ინვესტიციების კუთხით რეგიონში ენერგეტიკის სფერო 49 პროცენტით ლიდერობს.

დღესვე მინისტრმა გმირთა ხეივანის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების მეხუთე სასტუმროს მშენებლობა იწყება. პროექტის მიხედვით, მშენებლობაზე 10 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში