იპოთეკით დაზარალებული პირები გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ. ამ მიზნით მორიგი აქცია მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ დღესაც გაიმართა. მოქალაქეები მთავრობას ბანკებთან შაუამდგომლობასა და მათგან საშეღავათო პირობების მიღებას თხოვენ. აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც შეუერთდა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებლებიდან გამოსახლება აღკვეთოს.
ავტორი; თიკო სუსარეიშვილი