ციტრუსის სეზონისთვის მზადება

10 აგვისტო 2016, 20:00 1006 ნახვა

აჭარაში ციტრუსის სეზონისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. დეტალები რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს პრეზენტაციაზე გააცნო. ლაშა კომახიძის განცხადებით, მიმდინარე წელს უპრეცენდენტო რაოდენობის – 15 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინის გადამუშავდება და კონცენტრატის სახით საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ისრაელში, უკრაინასა და რუსეთში ექსპორტირება იგეგმება. 
რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უცხოურ ბაზარზე წელს ის 30 ათას ტონაზე მეტი გავა. ამასთან მიმდინარეობს მუშაობა ახალი ბაზრების ასათვისებლადაც. კერძოდ, დაწყებულია მოლაპარაკებები მოლდოვასთან, პოლონეთთან, ისრაელთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. 
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე ფერმერებს მაღალი სტანდარტების სამაცივრე მეურნეობების მომსახურებით სარგებლობაც შეეძლებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს ნაყოფის ხელსაყრელ პერიოდში რეალიზება მოახდინონ. 2016 წელს აჭარაში ციტრუსის 60 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი