საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებთან ერთად მიაგო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, მისივე შეფასებით, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.